საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა, ქუთაისში გელათის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე ამდრომდე წყლის სისტემა არ არსებობდა და მოსახლეობა წყაროს წყლით სარგებლობდა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი იქნება წყლის მიწოდებით. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში მოხდება 4 ახალი რეზერვუარის, 2 სატუმბი სადგურისა, ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა.სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდბა. მშენებლობის პროცესში 130 ადგილობრივი მოსახლეადასაქმებული.