საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად გაბიონების, საყრდენი კედლების, რკინაბეტონის მილებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება განხორციელდება, ასევე კიუვეტების, ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობაა დაგეგმილი.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალქალაქს, გარიყულას და ერთაწმინდას გაივლის, რომელიც ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება.
სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 2 478.000 ლარს შეადგენს. სამუშაობზე 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმებულია. პროექტის დასრულება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.