პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ 13 მარტს დანიშნული რიგგარეშე სხდომის ინიციატორთა მთვარი მიზანი არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვააა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგებო, საგანგაშო რეჟიმში.
,,13 მარტს დანიშნული რიგგარეშე სხდომის ინიციატორთა მოქმედებებიდან სრულიად აშკარაა, რომ მათი მთავარი ამოცანაა არა თავისთავად შემოთავაზებული საკითხის განხილვა და ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ: ა) საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგებო, საგანგაშო რეჟიმში; ბ) საკითხის განხილვაში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობის უზრუნველყოფა; და გ) მედია-სივრცის გაჯერება აღნიშნულ თემაზე დებატებით რაც შეიძლება მეტი დღის განმავლობაში. სხვა ვერაფრით აიხსნება შემდეგი გარემოებები:უმცირესობას 16-21 თებერვლის პლენარული, ანუ მორიგი სხდომების კვირაში არ მოუთხოვია აღნიშნული საკითხის პარლამენტის დღის წესრიგში შეტანა. დასრულდა თუ არა სხდომების კვირა, მათ პრეზიდენტს მიმართეს რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად;მას შემდეგ, რაც ვერ შედგა 28 თებერვლისთვის დანიშნული რიგგარეშე სხდომა, უმცირესობას არ მოუთხოვია აღნიშნული საკითხის შეტანა პარლამენტის 2-7 მარტის მორიგი პლენარული სხდომების დღის წესრიგში. დასრულდა თუ არა მორიგი სხდომების კვირა, უმცირესობამ კვლავ მიმართა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მაინცდამაინც არასასესიო კვირის განმავლობაში. ეს მაშინ, როდესაც ცნობილი იყო პარლამენტში დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის რეჟიმში იმავე საკითხის განხილვა პარლამენტის 42 წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან” პრეზიდენტს მიმართა მოეწვია რიგგარეშე სხდომა, რომელზეც „განხილული იქნება საკითხი, რომელიც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებსა და საშუალებებს, სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი გზების მოძიებას და ქვეყნის ეროვნული ვალუტის ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმარტულ ღონისძიებებს“. როგორც ხედავთ, მოთხოვნილია თავად „საკითხის“ და არა დღის წესრიგის საკითხად შეტანილი რაიმე დოკუმენტის პროექტის განხილვა”, _განაცახდა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტი ,,ნაცმოძრაობის” მიერ ინიცირებული ამ გაუგებარი საკითხის გაკეთილშობილებას შეეცადა.
,,უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი შეეცადა ნაცმოძრაობის მიერ ინიცირებული ამ გაუგებარი საკითხის გაკეთილშობილებას და თავის განკარგულებაში განსახილველ საკითხად მიუთითა „ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები“. აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება შეცვალოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხი, ეს ცალკე მსჯელობის თემაა; მაგრამ აქ მთავარი მაინც ისაა, რომ კვლავ სრულიად გაუგებარია, მაინც რა და როგორ უნდა განიხილოს პარლამენტმა 13 მარტს 12 საათზე:1) კანონპროექტს ვერ განიხილავს, ვინაიდან ეს დღის წესრიგში არაა შეტანილი და ასეთი პროექტი არ არსებობს; 2) დადგენილების პროექტს ვერ განიხილავს, ვინაიდან ეს დღის წესრიგში არაა შეტანილი და ასეთი პროექტი არ არსებობს; 3) მთავრობის წევრებს ვერ მოუსმენს, ვინაიდან დღის წესრიგში არაა შეტანილი და დღის წესრიგის შეცვლა კი დაუშვებელია; 4) პოლიტიკურ დებატებს ვერ გამართავ, ვინაიდან არც ესაა დღის წესრიგში შეტანილი. საყურადღებოა ისიც, რომ უმცირესობამ მომმართა, რათა უზრუნველვყო მთავრობის წევრების სხდომაზე „დასწრება“, რისი მოთხოვნის უფლებაც არც მე მაქვს და არც პარლამენტს. პარლამენტს შეუძლია მთავრობის წევრს მოსთხოვოს ანგარიშით გამოსვლა, კითხვებზე პასუხის გაცემა, საკითხის განხილვაში რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მომხსენებლად და არა „სხდომაზე დასწრება“,რაც მათი უფლებაა და არა მოვალეობა.
ცხადია, ამგვარი მოქმედებები და „ხარვეზები“ უმცირესობის არაკომპეტენტურობით არ არის გამოწვეული. ამის მიზეზი ისაა, რომ მათთვის საკითხის განხილვა კი არა, საკითხის განხილვის გარშემო საგანგებო და საგანგაშო ხმაურია მიზანი”, _განაცახდა უსუფაშვილმა.