ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთს ბოთლები ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატ, ბათლომე შელიასა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელს გოგა თოდუას, შორის დაიწყო რომელიც ამავე დროს გამგებლის მოადგილეცაა.
ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და გოგა თოდუამ შელიას ბოთლი ესროლა.
საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირებაში "რესპუბლიკელებიდან" ნიკოლოზ ზარქუაც ჩაერთო, რომელმაც ბათლომე შელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაპირისპირება, რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდარის შემდეგაც საკრებულოს სხდომა შეწყდა.
დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბათლომე შელიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცახდება გახდა, რომელშიც ის ხელისუფლებას "ბოდიალის ხელისუფლებად" მოიხსენიებს.