სტამბოლის პოლიციამ ამერიკის გენერალური საკონსულოს ტერიტორია გადაკეტა. ამის მიზეზი ტერაქტის მოსალოდნელი საფრთხე გახდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საკონსულოს შენობასთან უცნობი მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკონსულოს ეზოში ერთ-ერთი მანქანა დანაღმულია.