დასავლეთის ზეწოლის გამო მოსკოვი პოლიტიკური კურსიდან არ გადაუხვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "ერთის მხრივ, ისინი ცდილობენ ჩვენს იზოლირებას და დასჯას იმისათვის, რომ თანამემამულეებს ვიცავთ, მეორე მხრივ კი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ირანის ბირთვული პროგრამა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაა, ჩვენთან თანამშრომლობა სურთ. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ თვითიზოლაცია ჩვენი მიზანი არ არის. თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, თუმცა დასავლეთის ზეწოლის გამო საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას არ ვაპირებთ,"-აღნიშნა ლავროვმა.