მასობრივი არეულობები ათენში. ანტისახელისუფლო მსვლელობები საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოსულმა ასობით აქტივისტმა გამართა. მშვიდობიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. მანიფესტანტებმა სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი დაზი გამოიყენა. დემონსტრანტებმა დედაქალაქის ცენტრში ათობით სავაჭრო დაწესებულება დაარბიეს და რამდენიმე მანქანა დაწვეს. ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსულ მემარცხენეებს ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს.