დონბასი ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია. რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. 170 სატვირთო მანქანა 1,8 ათასი ტონა პროდუქტით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით არის დატვირთული. დონბასის მცხოვრებლები ამჯერად რუსეთიდან სასკოლო სახელმძღვანელოებსა და ინვენტარსაც მიიღებენ.