ჯონ მაკკეინმა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს დირექტორს დასცინა. ვინსენტ სტიუარტის განცხადებამ იმის შესახებ, რომ პენტაგონს უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდება არ შეუძლია, გავლენიან რესპუბლიკელ სენატორს ღიმილი მოჰგვარა. "ეს სასაცილოა. შეერთებულ შტატებს უკრაინის იარაღით მომარაგება თუნდაც ხვალვე შეუძლია. ამისთვის სპეციალურად სატვირთო ავიაცია არსებობს,"-აღნიშნა მაკკეინმა. საკომიტეტო მოსმენაზე სტიუარტმა განაცხადა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების შემთხვევაშიც კი უკრაინულ მხარეს უპირატესობა არ ექნება, რადგანაც სეპარატისტები რუსეთის ძლიერი არმიის მხარდაჭერით სარგებლობენ.