ნადეჟდა სავჩენკოს მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ელენა მასიუკი იტყობინება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი შიმშილობას არ შეწყვეტს, ის შესაძლოა დაიღუპოს. მასიუკი სავჩენკოს შინაპატიმრობაში გადაყვანას მოითხოვს. უკრაინელი მფრინავი რუსებმა დონბასში გასულ წელს დაატყვევეს და ბრალი ჟურნალისტთა მკვლელობაში დასდეს. პროტესტის ნიშნად ის უკვე 70-ე დღეა, შიმშილობს.