მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს.
სამი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ,,თავისუფალი საქართველოს", "რეფორმატორებისა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებენ.
აქციას რამდენიმე მონაწილემ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან შეხვედრის მიზნით, შენობაში შესვლა სცადა, რის უფლებაც დაცვამ არ მისაც რის შემდეგ დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეთა მტკიცებით, საქართველოში კრიზისა და ეროვნული ვალუტის ვარდნას მთავრობა ვერ უმკლავდება შესაბამისად მინისტრებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.