ცხინვალის მცხოვრებლები აფეთქებების ხმამ შეაშფოთა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება. სააგენტო ცოტა ხნის წინ დეფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კვერნეთში მდებარე რუსულ ბაზაზე საბრძოლო მასალები აფეთქდა. მოგვიანებით კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარი სამხრეთ ოსეთის ე.წ. ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტმა გააკეთა. დეფაქტო უწყების განმარტებით, ცხინვალთან ახლოს საინჟინრო მომზადების გეგმიური წრთვნები ტარდება.