საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია ,,ვანრიკ აგროსთან” ერთად ხელი უკვე მოაწერა ხელშეკრულებას და სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი პროექტი_ ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავება ოფიციალურად დაიწყება.
პროექტი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში განხორციელდება.
შაპარტნიონრო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ლურჯი მოცვის წარმოების დაწყებით, საქართველოდან ექსპორტის მოცულობა კიდევ უფრო გაზრდება, რადგან საწარომის მიერ წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი ევროპის ბაზრებზე გაიყიდება.
,,ასეთი პროექტის ხელშეწყობით და განხორციელებით ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას შევუწყობთ ხელს. თავად პროექტი კი მიზნად ისახავს 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენებას და გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას, სადაც შემდგომ მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა, და სარიალიზაციოდ მომზადება მოხდება”, _განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, პროექტი მთლიანობაში 400 ადგილობრივს დაასაქმებს, საიდანაც 100 ადამიანი სრულ განაკვეთზე იმუშავებს, ხოლო 300 სეზონური მუშა-ხელი იქნება.
,,მსოფლიოში ლურჯი მოცვის მოხმარების მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანია გეგმავს, პროდუქციის 90% ექსპორტზე გაიტანოს”, -განაცხადა კოვზანაძემ.
პროქტს მხარდაჭერას ,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება”_ DGIZ_ი და ,,ხალიკ ბანკი” გაუწევს.
პროექტის ჯამური ღირებულება კი 6, 7 მილიონი დოლარია.