"უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების პროვოცირება შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ილუზიამ განაპირობა. მათ ეგონათ, რომ მსოფლიოზე გლობალურ ბატონობას დაამყარებდნენ." ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი სუვერენული ქვეყნების საქმეებში ერევა, ახდენს მათზე ზეწოლას და თავს ახვევს მათ საკუთარ პოლიტიკასა და სტანდარტებს. როგორც რუსეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, ძლიერ ზეწოლას შეერთებული შტატებისგან გაეროს უშიშროების საბჭოც განიცდის.