პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას ჰპირდება, რომ ვითარების გასაცნობად მათ რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ესტუმრება. ამის შესახებ პირობას სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას გია არსენიშვილმა დღეს პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
არსენიშვილმა შეხვედრა გამართა "ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე- ჯავახეთის რგიონში საჯარო პოლიტიკურ შემუშავების პროცესის ხელშეწყობის" მონაწილეებთან. ამ შეხვედრაზე მათი მხრიდან მთავარ პრობლემად დადგა დასაქმების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის წარმომადგენლები რეიგონში გზების მშენებლობას და გაზიფიცირებაზე აკეთებდნენ აქცენტს, სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები უმუშევრობის საკითხს აყენებდნენ წინა პლანზე. ისინი ითხოვენ, რომ რეგიონში მომუშავე კომპანიებმა მუშახელის 70 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობით დააკომპლექტონ, ეს კი უზრუნველყოს ხელისუფლებამ და აქტიურად ჩაერიოს ამ პრინციპის განხორციელებაში.
არსენიშვილმა მათ განუმარტა, რომ საკანონმდებლო ორაგნო კერძო კომპანიები საქმიანობაში ვერ ჩაერევა, მაგრამ დაჰპირდა, რომ რეგიონის მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად და ამ პრობლემების მოსგავარებლად მოსახლეობის ხედვების შესწავლის მიზნით იგი სამცხე-ჯავახეთში უახლოეს მომავალში ჩავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქრურის მინისტრ დავით ტყეშელაშვილთან ერთად.
შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობამ დასვა კარტოფილის მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკითხიც, მაგრამ ეს საკითხი კომიტეტის მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა.