„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი II მოსმენით განიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განმარტა, კანონპროეტის მიზანია ავტომობილბის ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, ტესტირების ევროპულ სტანდარტებთან ეტაპობრივი მიახლოება.
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა 2015 წლის 1 მარტი შეიცვალა 2017 წლის 31 დეკემბრით.
დღესვე, III მოსმენით განიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი, საქართველოს კანონის პროექტი„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ" საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა.
კომიტეტის წევრებს აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოუთქვამთ და მის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.