ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოხსნილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
ამ დროისთვის შეზღუდვებია მხოლოდ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, სადაც ნარჩუნდება ზვავსაშიშროების საფრთხე.
ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც.ტექნიკა და რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.
საავტომობილო გზის სხვა მონაკვეთებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები