არტემოვსკის დაბომბვით რუსეთმა მინსკის შეთანხმებას პირველი დარტყმა მიაყენა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც მინსკში შეთანხმებას მივაღწიეთ, არტემოვსკი ინტენსიურად იბომბება. ეს არის არამხოლოდ მშვიდობიან მცხოვრებლებზე, არამედ სამშვიდობო შეთანხმებაზე თავდასხმა,"-აღნიშნა პოროშენკომ.
არტემოვსკზე ინტენსიურ იერიშებს სეპარატისტები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, არტემოვსკი გრადებით იბომბება.