უკრაინამ ბრიტანეთისგან ჯავშან-მანქანები მიიღო. "საქსონის" ტიპის 20-მდე მანქანა უკვე ოდესის პორტშია, უახლოეს ხანებში კი უკრაინა კიდევ 55 მანქანას მიიღებს. ბრიტანული მხარის განმარტებით, "საქსონები "თავდაცვით გადაადგილებად პლატფორმებს წარმოადგენს და ისინი საბრძოლო მანქანებად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც მათზე ტყვიამფრქვევი არ არის დამონტაჟებული. უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსანდ ტურჩინოვის თქმით, მანქანებზე უახლოეს ხანებში საბრძოლო ბლოკს დაამონტაჟებენ, რის შემდეგაც ისინი არმიას გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები