მესტიის რაიონის მოსახლეობას ახლო მომავალში ინტერნეტით სარგებლობის საშუალება მიეცემა. ამისთვის, ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI) ორგანიზებით, ბეჩოს თემის სოფლებში (მაზერი, უშხვანარი, ცხეკვანი, ტვებიში, ჭოხულდი, ნაშთქოლი, ლანხვრი, ქართვანი, ბოგდანარი) 300-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და `მაგთის~ ხელმძღვანელობას გადაეგზავნა. წინასწარი შეთანხმებით, მესტიაში არსებულ სატელიტურ ანძებზე სპეციალურ დამხმარე მოწყობილობებს დაამონტაჟებენ.
ბეჩოს სოფლებთან ერთად, ინტერნეტში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ხაიშის, ჭუბერის, ნაკრის, ეცერისა და იფარის თემის სოფლების მოსახლეობას, რაც, ფაქტობრივად, ზემო სვანეთის დაფარვას ნიშნავს. პარალელურად, ინიციატივა უზრუნველყოფს მესტიის რაიონის სოფლების სრულ დაფარვას მობილური კავშირითაც.
პირადი სარგებლობის გარდა, კომუნიკაციის ეს ძირითადი საშუალებები უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ბუნებრივი კატასტროფების მართვისა და შემცირების კუთხითაც