ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე (ნაქერალას უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36- კმ72 მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი), ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე შეზღუდვები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 10 თებერვალს დააწესა.