ვაშინგტონიდან გერმანიის კანცლერი კანადაში გაემგზავრა. ანგელა მერკელი პრემიერ სტივენ ჰარპერს შეხვდა. მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, კანადა კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა, თუმცა კონფლიქტის მოგვარების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. მხარეებმა რუსეთს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები