ხვალ, 15 აპრილს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ქართველ და გერმანელ მეღვინეებს შორის შევხედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი გახსნის.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ~სამტრესტის" თავმჯდომარე ვასილ მანაგაძე და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი დაესწრებიან.
გერმანელი და ქართველი მეღვინეები საქართველოში მეღვინეობის სექტორის განვითარების საკითხებსა და თანაშმრომლობაზე ისაუბრებენ.