აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა და აჭარის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ კოლიცია ,,ქართული ოცნების" რიგები დატოვა .ამის შესახებ, განცხადება ვასაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მედეა ვასაძე აცხადებს, იგი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განახორციელებს უფლებამოსილებას.
მისივე თქმით, ორ დღეში გამოაქვეყნებს კოალიციის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზებს.
ვასაძის ამ გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაიშალა.
უმაღლესი საბჭო 21 დეპუტატით არის დაკომპლექტებული, აქედან კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი 10 დეპუტატია, 10 დეპუტატი კი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები არიან.