საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა აპრილში იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელორუსიის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მინისტრმა ლეონიდ ზაიაცმა განუცხადა.
,,ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა აპრილში, საქართველოში შედგება." - აღნიშნა მინისტრმა.
მან საქართველოს დელეგაციას ორმხრივი ეკონომიკური თანამრომლობის შესახებ მსჯელობა შესთავაზა.
ზაიაცმა აღნიშნა, რომ დღეისთვის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა არც ერთ მხარეს არ აკმაყოფილებს, ვინაიდან ის ქვეყნების პოტენციალს არ შეესაბამება.
მინისტრმა მთავრობათაშორის კომისიას ვიზიტის დღის წესრიგზე მსჯელობა დაავალა, რათა აპრილში ორი ქვეყნის პრეზიდენტების წინაშე პრაქტიკული მუშაობის შედეგები წარადგინონ.
მასალის გამოყენების პირობები