ოკუპირებული აფხაზეთის ზღვისპირეთში ზამთრის პერიოდისთვის დაფიქსირებულმა ანომალიურმა სითბო მცენარეების ნაადრევი ვეგეტაცია გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე სახეობა აყვავილდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის ლევარდ ბარციცის თქმით, მაშინ როცა, ზამთრის ამ პერიოდისთვის ამინდის ნორმალური ტემპერატურა აფხაზეთში +7 ან + 8 გრადუსი უნდა იყოს, თერმომეტრის ნიშნული + 20 გრადუსს სცდება.
,,ასეთმა ანომალიურმა დათბობამ, შესაძლოა დამღუპველად იმოქმედოს სასოფლო სამეურნეო კულტურებზე და მოსავლიანობა 30 %-ით შეამციროს, რადგან ნაადრევი დათბობა მცენარეების ასევე ნაადრევ აყვავილებას და შემდეგ დაკვირტვას იწვევს. მარტის თვეში მოსალოდნელი ავდარი კი ამ კვირტებს გააფუჭებს.
ანომალიური დათბობის შედეგად მნიშვნელოვნად მრავლდებიან, ასევე, მცენარეების მავნებლები." - განაცხადა ბარციცმა.
აფხაზი მეტეოროლოგები მომავალი კვირიდან ამინდის გაუარესებას და ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები