ბათუმში, პატიმრის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პატიმარ ზვიად გორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას ღვიძლსა და თავის არეში სიმსივნე აქვს, ასევე ქრონიკული C დაB ჰეპატიტი.
პატიმრის ახლობლები, პატიმრობის ვადის გადავადებას და გორგაძისთვის ნორმალური მკურნალობის საშუალების მიცემას მოითხოვენ.
გორაძის ოჯახის წევრები ოპერაციის გაკეთების წინააღმდეგაც გამოდიან, მათი თქმით, მგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის ფატალური შედეგით დასრულდება.
ზვიად გორაძე სასჯელს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და საზღვარზე გადმოტანის მუხლით იხდის. ამჟამად პატიმარი სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები