კასპში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დორექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ნაგავსაყრელი, რომელიც ახტალას ტერიტორიაზე მდებარეობს, 75312.44 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და კასპის მუნუციპალიტეტს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 90მ³ ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ობიექტზე მისასვლელი გარე და შიდა გზები მოეწყო, მოხდა ტერიტორიის შემოღობვა და ელექტრიფიცირება. ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, ასებე დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები.
კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა. იმ პერიოდისთვის აღნიშნული ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ოპერირებდა, ნარჩენების შეტანა კი არაორგანიზებულად ხდებოდა. ამჟამად, მოხსნილია ანტისანიტარიის პრობლემაც.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მისი ოპერირებაში გადაცემისათანავე დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულებამ 448.000 ლარი შეადგინა. ადგილზე 17 ადამიანი იყო დასაქმებული.