ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, მიმდინარე წლის 23 იანვრიდან 31 იანვრამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" რეგოინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
მასალის გამოყენების პირობები