პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ადგილობრივი მუსლიმებმა აქცია გამართეს და ამ ფორმით, "შარლი ებდოს" მიერ გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურა გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ისინი გმობენ ტერორიზმს და სიტყვის თავისუფლების მოტივით მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.
საპროტესტო აქციას ხეობის რამდენიმე სოფელი შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ,,შარლი ებდოს" ახალი ნომრის გარეკანზე ისევ მუჰამედ წინასწარმეტყველის კარკატურა გამოქვეყნდა.
კარიკატურის მიხედვით, მუჰამედი თვალებიდან ცრემლებს აფრქვევს და ხელში ცნობილი სლოგანი "მე ვარ შარლი" უჭირავს.
"შარლი ებდოს" ოფისზე თავდასხმა 7 იანვარს განხორციელდა. ტერაქტს 12 ადამიანი, მათ შორის, რედაქციის 10 თანამშრომელი ემსხვერპლა.