ლიონელ მესი ბარსელონადან არ წავა, - ამის შესახებ კატალონიელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ განაცხადა. "ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს ჭორებზე. ამ თემასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ლიონელი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ვიმედოვნებთ, რომ ის გუნდში მომავალ სეზონშიც დარჩება,"-განაცხადა ლუის ენრიკემ. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელთა თავკაცსა და არგენტინელ თავდამსხმელს შორის ურთიერთობა ბოლო დროს საგრძნობლად გამწვავდა. მესი კლუბის ხელმძღვანელობას ლუის ენრიკეს გადაყენებასაც კი სთხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები