ბულგარეთი თურქეთის კონკურენტი ხდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიას საგანგებო წერილით მიმართა, რომლითაც ის საგაზო ჰაბის შექმნას თურქეთის ნაცვლად ბულგარეთში ითხოვს. ბოიკო ბორისოვის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ ჰაბი თურქეთის ტერიტორიაზე აშენდება, თურქეთი აირის ტრანსპორტირების ნაცვლად გადამყიდველობას დაიწყებს, რაც გაზის გაძვირებას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში კი, თუ ჰაბი ბულგარეში აშენდება, რუსული ბუნებრივი აირით რეგიონის ქვეყნები: სერბეთი, მაკედონია, საბერძნეთი, სლოვენია, ავსტრია და უნგრეთი სრულად მომარაგდება.
მასალის გამოყენების პირობები