რამდენიმე დღიანი შეფერხების შემდეგ საბაგირო ხაზი ორშაბათს ამოქმედდა და ამდროისათვის სრული დატვირთვით მუშაობს. სამთო-სათხილამურო კორორტზე საბაგირო ხაზი დილის 10 საათიდან საღამოს 5:30 საათამდე ფუნქციონირებს. ამდროისათვის სვანეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი იმყოფება. დიდთოვლობის მიუხედავად ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის და ტურისტებს უშგულის მონახულების საშუალებაც შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები