ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს და მის შვილებს კორუფციის შესახებ ბრალდება და ამ ბრალისთვის გათვალისწინებული სამწლიანი სასჯელი გაუუქმა.
პროცესი, რომელსაც პირობითად ,,პრეზიდენტის სასახლეების საქმე" ეწოდა, სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის რესტავრაციას უკავშირდებოდა.
ეგვიპტის ექს-პრეზიდენტსა და მის ვაჟიშვილებს ბრალი ედებოდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეზიდენციის რესტავრაციისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში.
2014 წლის მაისში ეგვიპტის სასამართლომ მუბარაქს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 21 მილიონი ეგვიპტური ფუნტის (დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები