დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა, სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და „ხოზრევანიძის კლინიკის" დირექტორმა ელდარ ხოზრევანიძემ ბათუმში ახალი კლინიკა საზეიმოდ გახსნეს. კლინიკის გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირება.
სამედიცინო დაწესებულება „ხოზრევანიძის კლინიკა" განახორციელებს სტაციონარის პირობებში დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან და რეაბილიტაციასათან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას.
კლინიკა განთავსებულია 570 კვ.მ ფართზე. სტაციონარში განთავსებულია ერთი საოპერაციო ბლოკი, სადაც განხორციელდება ოტორინოლარინოლოგიის სპეციალიზაციით ე.წ ცივი პლაზმის მეთოდით ენდოსკოპიური ოპერაცია, ხოლო 2015 წლის ივნისის თვიდან იგეგმება პლასტიკური ქირურგიული სერვისის უზრუნველყოფა.
კლინიკაში აგრეთვე ფუნქციონირებს ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური და რენდგენოგრაფიული სერვისი, სადაც შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
დაწესებულებაში არსებული ინფრატრუქტურა და აპარატურა აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, რომლის მშენებლობისათვის განხორციელდა კერძო ინვესტიცია 500 000 აშშ დოლარის ოდენობით.