უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის ინიციატივას 90-იან წლებში დაბრუნების მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ იგი პოლიციელთა თვითნებობის დაკანონებას ახდენს.
,, ე.ი დავუბრუნდით 90-იან წლებს?. ეს არის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი. ძალიან სამწუხაროა,რომ ინიციატივის ავტორი პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეა, რომლიც აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პრინციპებს. მავნე პრაქტიკა რომელიც არსებობდა შევცვალეთ იმის გამო, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გავხდით და კიდევ უფრო მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის საკითხი ვიდრე დღეს არის. იმის ნაცვლა რომ ბატონი გედევან ფოფხაძე მკაცრი რეგლამენტირების მომხრე იყოს, ის მომხრეა პოლიციელთა თვითნებობას დაკანონების. ინიციატივა კანონის ქცევის შემთხვევაში, დიდხანს ვერ გაძლებს, რადგან არსებობს მანდატი, რომელიც გედევან ფოფხაძეს ამომრჩეველმა მისცა არა იმისთვის, რომ მან პოლიციეს თვითნებობის დაკანონებას შეუწყოს ხელი", _განაცხადა ლია მუხაშავრიამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საკითხხის კომენტირებისას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის დროს სამართალდამცველებს ჩხრეკის ჩატარება ორდერის გარეშე შეეძლებათ.
ცვლილების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ გახდება. ასეთ დროს საკმარისი იქნება გამომძიებელმა მოქალაქეს ზეპირად განუმარტოს ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების საფუძვლები.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე განმარტავს, რომ ცვლილებები აუცილებელია, რათა სამართალდამცველებს ოპერატიული ღონისძიებების დროს მუშაობა გაუმარტივდეთ.
„სამართალდამცველმა გამოძიების დროს არ უნდა იფიქროს რაღაც ცნობების შედგენაზე. მან ამ დროს საქმეზე უნდა იფიქროს და საქმე დროულად გახსნას," - აცხადებს გედევან ფოფხაძე.