სტეფანწმინდაში მოქმედი საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო მედიკამენტებითა და პროდუქტით დატვირთული შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ყაზბეგში ჩაფრინდა. საჭირო მედიკამენტი გადაეცა სოფელ სიონში მცხოვრები კიდევ ერთი მცირეწლოვანის, ცოტნე ფანჯიაშვილის ოჯახს.
ამ წუთისთვის ყაზბეგში დარჩენილი მოქალაქეები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით თბილისში გადმოყავთ.
საგანგებო თათბირს მართავს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი გუდაურის საგანგებო შტაბში, სადაც დიდთოვლობასთან დაკავშირებით ყაზბეგში არსებული მდგომარეობა განიხილება. თათბირს ესწრება მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი.
მასალის გამოყენების პირობები