საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა ორმხრივად აღდგა.
აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ასევე, მლეთა-სეთურებზე და ქვეშეთი-სეთურებზე გადაადგილების დროს ავტოტრანსპორტის გაჩერება იკრძალება.
ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე.
საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში გუშინ დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.