დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ვითარება საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე კვლავ რთულია. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და სამცხე ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე. ამ ეტაპზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ხდება თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების ეტაპობრივი გამოყვანა.
აღნიშნულ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო მოძრაობა შეუძლებელი გასულ ღამეს გახდა. გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შედეგადაც 200 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისას და მოხუცების გამოყვანა მოხერხდა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.
მასალის გამოყენების პირობები