საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე ნინოწმინდის მუნიცილაპიტეტში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე შექმნილი სიტუაციის მოსანახულებლად გაემგზავრნენ.
აღნიშნულ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო მოძრაობა შეუძლებელი გახდა. გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად შესაბამისის სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შედეგადაც 200 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისას და მოხუცების გამოყვანა მოხერხდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი შექმნილ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან და სიტუაციის მოსაგვარებლად შესაბამის გზებს დასახავენ.
მასალის გამოყენების პირობები