ბათუმის პორტის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, 31 დეკემბერს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ისინი სამუშაო ადგილებზე აღდგენას ითხოვენ.
ბათუმის პორტის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თანამშრომლებს კონტრაქტები არ შეწყვეტიათ, უბრალოდ 31 დეკემბერს ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა და 45 თანამშრომელი სამსახურში მაშინ დაბრულდება როდესაც პორტის ტვირთბრუნვა გაიზრდება.