დღეს, 12 აპრილს, "ეროვნული საბჭოს" ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთს ეწვევიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული საბჭოს" პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები 12 აპრილს, 13:00 საათზე ლაგოდეხის, ხოლო 16:00 საათზე საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდებიან.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ეროვნული საბჭოს" ლიდერები საქართველოს ყველა რაიონში გეგმავენ ჩასვლას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმართველობის და თბილისის მერის არჩევნები ამ წლის 30 მაისს გაიმართება.