შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას შეუერთდა. სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონებში მცხოვრებ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ეწვივნენ. სამართალდამცველებმა მათ საკვები პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, რეგიონის მასშტაბით, მომავალშიც გააგრძელებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარებას. შს სამინისტრო საქველმოქმედო აქციას დეკემბრის ბოლომდე გააგრძელებს და საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან რეგიონს მოიცავს. სამინისტრო სულ 500-მდე ოჯახს დაეხმარება. საქველმოქმედო აქცია საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები