აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს „ნივის" მარკის ავტომაქანები გადასცა.
პირველ ეტაპზე 12 ავტომანქანა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების პირველად ჯანდაცვის ცენტრებმა მიიღეს. ჯამში მაღალმთიანი აჭარის პჯდ ცენტრები 21 ავტომანქანით აღიჭურვა.
ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე დაესწრნენ.
პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინასებით ხორციელდება, ავტომანქანების შესაძენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 190 400 ლარი, თითოეული ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 11 500 ამერიკულ დოლარს.
პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების ჩართულობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები დაფარავენ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებს და მძღოლის ხელფასს.
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს მთის რეგიონის სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
სოფლის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ 2014 წელს აამოქმედა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალსწინებს სოფლის ექიმების მატერიალურ სტიმულირებას ხელფასის დანამატის დანიშვნით, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 300 ლარით, ხელვაჩაურის და ქობულეთის სოფლის ექიმებისათვის 150 ლარით.
მიმდინარე წელს სოფლის ექიმებს ანაზღარება 30 %-ით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაუზარდა. ისინი ასევე მარაგდებიან ფარმაცევტული პროდუქტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, სააღრიცხვო ბარათებითდა საკანცელარიო ნივთებით.