პოეტი დავით მაღრაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს თავდებად დაუდგა. როგორც მაღრაძე აცხადებს ყოფილ მაღალჩინოსნებს არ ჩაუდენიათ იმ ტიპის დანაშაული, რომ მათი გარეთ ყოფნით გამოძიებას ხელი შეეშალოს.
,,მე არც მათ დანაშაულსა და არც უდანაშაულობაში ვარ დარწმუნებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათი სახლში ყოფნა გამოძიებას ხელს არ შეუშლის. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან. შესაბამისად, ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ მათი ციხეში ყოფნის. რამდენიმე წლის წინ, როცა ვისმენდით_ ყველა ციხეში, ეს უსუსური ხელისუფლების ისტერიკა იყო, ხოლო ლოიალობა და ლმობიერება არის ხელისუფლების ძლიერების მანიშნებელი და არა - სისუსტის. ამიტომ, პირადად, ხელისუფლებას ლოიალობისკენ მოვუწოდებ. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმე ეკონომიკურ დანაშაულს, ან უდანაშაულობას ეხება და არა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. ამდენად, ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ, მათი ციხეში ყოფნის და მოხარული ვიქნები თუ ჩემი ხელმოწერით საშუალება მიეცემათ ახალი წელი საკუთარ ოჯახებშ გაატარონ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დავით მაღრაძემ.
კითხვაზე - მიაჩნია, თუ არა რომ თავის დროზე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, მაღრაძე პასუხობს:
,,იმისთვის, რომ გაიფანტოს მსგავსი კითხვები, ეს ადამიანები უნდა იყვნენ სახლში, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და დიდი სურვილი მაქვს, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ ", _განაცახდა ,,ჯი-ეიჩ-ენს" საუბარში მაღრაძემ.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს თავდებში უდგება და ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიებით შეცვლის განცხადებას ხელს აწერს 37 პირი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები. მათ შორის პოეტი დავით მაღრაძე.
მასალის გამოყენების პირობები