,აქამდე აფხაზეთს არასდროს ჰქონია შანსი ასე პირდაპირ ესაუბრა დანარჩენ მსოფლიოსთან. ახლა ეს შანსი გვაქვს და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, ჟენევის დისკუსიების ფორმატით გამართული შეხვედრების პერსპექტივებზე საუბრისას.
მისი თქმით, ჟენევაში აფხაზური მხარე სისტემატურად ხვდება და ესაუბრება ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებს მსოფლიოში, როგორიცაა გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დელეგაცია, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები.
ჩირიკბა განმარტავს,რომ ეს აფხაზეთისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, ასეთი მასშტაბების ურთიერთობების სხვა შანსი მათ დღეს არ აქვთ და არც უახლოეს მომავალში ექნებათ.
,,ამიტომ, ჟენევის დისკუსიების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს მინდა ვუთხრა, თქვენ შემოგვთავაზეთ რამე უკეთესი." - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები