"ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქის მერიას კორუფციულ საქამიანობაში ადანაშაულებს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა საუბარია დიდუბეში, ჭიაურელის ქუჩის რეაბილიტაციაზე, რომელიც 11 იანვრისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს იმის მიუხედავად, რომ პროექტის ღირებულების 95% კომპანიას მერიამ ერთი თვის წინ გადაურიცხა.
„ეს არის კლასიკური კორუფციული სქემა, როდესაც დედაქალაქის მერია ვერ ხარჯავს თანხას და ურიცხავს წინასწარ კომპანიებს. თითქმის ასამდე კომპანიაა თბილისში, რომელსაც წინასწარ ჩაურიცხეს თანხა და სამუშაოები არ შესრულებულა," - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები