ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ძალოვნებმა 17 დეკემბერს ამ რაიონში მცხოვრები 7 ქართველი დააკავეს.
ადგილობრივი სპეცსამსახურების მტკიცებით, მათ მოიპოვეს ინფორმაცია, რომ დაკავებულები 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, ამჟამად კი, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო-შეიარაღებულ ფორმირებებთან და დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან ჰქონდათ ურთიერთობა.
დაკავებულთაგან ერთ-ერთმა, გალის რაიონის სოფელ მახუნჯიას მკვიდრმა ომარ აბშილავამ დაადასტურა, რომ ის 1992-93 წლების ომში მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები