ლეონიდ თიბილოვის აზრით, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების მოგვარება მხოლოდ თანაბარი პირობების საფუძველზეა შეასაძლებელი.
ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცახდების კომენტირებისას განაცხადა.
ვლადიმერ პუტინმა, გუშინ მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, საქართველოსა და მის კონფლიქტურ რეგიონებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული მხარე მათთან პირდაპირ კონტაქტსა და პოლიტიკურ დიალოგზე უნდა წავიდეს.
,,სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე ომი, რომელიც გასული საუკუნის 80-ან წლებში დაიწყო, დასრულდა 2008 წელს, როცა საქართველომ ცხინვალს ომი გამოუცხადა. რუსეთის ფედერაცია მაშინ სამხრეთ ოსეთის ხალხს მტრის მოგერიებაში ძალიან დაეხმარა, შემდეგ კი ჩვენი დამოუკიდებლობაც აღიარა. ახლა ურთიერთობის მოგვარების საკითხებზე საქართველოსთან სასაუბროდ მხოლოდ თანაბარი პირობების საფუძველზე დავსხდებით." - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მართებულად მიუთითა პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე.
თიბილოვს მიაჩნია, რომ ვიდრე საქართველო მათთან დიალოგს დაიწყებს, მანამდე ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთის მიმართ მორიგ აგრესიაზე ფიქრიც კი, აღიაროს თავისი დანაშაული და ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის შესახებ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.
,,მეორე ნაბიჯი, რომელსაც საქართველო გადადგამს, უნდა იყოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება. ამ უბრალო ნაბიჯებს შეუძლია გაგვიხსნას გზა დიალოგისკენ." - აღნიშნა თიბილოვმა.
დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2015 წლის 16 ნოემბერს.