დღეს, 19 დეკემბერს საქართველოში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კეიტ პენტუს-როსიმანნუსს ელოდებიან. როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებთან განმარტა აღნიშნულ ვიზიტს საქართველო აფასებს როგორც ესტონეთის განსაკუთრებული მხარდაჭერის და სოლიდარობის გამომხატველს.
,,გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, ბალტიისა და სკანდინავიის რიგი ქვეყნების შემდეგ, რომელსაც ესტონეთის ახლადდანიშნული მინისტრი ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა. ჩვენ ამ ვიზიტს ვაფასებთ, როგორც საქართველოს საქართველოსადმი ესტონეთის განსაკუთრებული მხარდაჭერის და სოლიდარობის გამომხატველს. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. იგი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას და ასევე სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში", _განაცხადა კერესელიძემ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორდღიანია და 19-20 დეკემბერს გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები